შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მშობლიურო ჩემო ზეცა...


მშობლიურო ჩემო ზეცა,
შენს სივრცეში ვქრივარ მეცა,
იმ გმირებთან ერთად, ვფიცავ,
შემოგწირო, რაც მომეცა.

არ შევდრკები, შენ ნუ სწუხხარ,
მე დავდგები როგორც მუხა -
უფლებისთვის, რისთვისც ხალხმა
სისხლი სისხლზე დაადუღა!

 [1950 წლის 26 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე]