შუალედი - დან - მდე
 
 


მშვიდობისათვის


გავკაფოთ გზა მშვიდობისა,
გზაზე მშვიდობით ვიაროთ,
მშვიდობისათვის გულისთქმა
ერთმანეთს გავუზიაროთ!

დიადი მშვიდობისაკენ
შურება ჩვენი დიდია,
მომავალ კაცობრიობის
ის გამძლე გზა და ხიდია.

ხმა აღიმაღლე, მსოფლიოვ,
მტრისთვის პასუხისმგებელი,
ვაშა, მშვიდობის მძიებელს,
ძირს ომის გამჩაღებელი!

მშვიდობა თქვენდა, ქვეყნებო,
მომავლით უდასასრულო!
აქა მშვიდობა, სამშობლოვ,
გზა მშვიდობისა, წარსულო!

ძმავ, მშვიდობისთვის იბრძოლე,
პირველად ის აღიარე,
თუ ომი გადაიხადე,
აწ მშვიდობის გზით იარე!

ხმა აღიმაღლე, სამყაროვ,
მტრისთვის პასუხისმგებელი!
ვაშა, მშვიდობის მძიებელს,
ძირს ომის გამჩაღებელი!

რა კარგი რამ ხარ, მშვიდობავ,
მოპოებულო ბრძოლითა,
მშვიდობიანო შრომაო,
სავსევ სინათლის ქროლვითა!

იმა სინათლის ალმურით
მთელმა მსოფლიომ იალოს
და დიდი ბედნიერების
დროშები ააფრიალოს!

ხმა აღიმაღლე, იბრძოლე.
იყავ პასუხისმგებელი!
ვაშა, მშვიდობის მძიებელს!
ძირს ომის გამჩაღებელი!

მალე ჩვენ ვიტყვით: კარგ ბედით,
მიწის ხმით, ცის ვარსკვლავედით,
გზაზე მშვიდობით გავედით,
სამშვიდობოზე გავედით!

გავკაფოთ გზა მშვიდობისა,
გზაზე მშვიდობით ვიაროთ!
მშვიდობისათვის გულისთქმა
ერთმანეთს გავუზიაროთ!
           
1950 წლის 1 მაისი