შუალედი - დან - მდე
 
 


წარწერა წიგნზე


იფნის ნორჩ ხეებს მედგარი
შლის გაზაფხულის დღეები,
მათ დასცინიან მხნედ მდგარი
მოხუცი იფნის ხეები:

რას შფოთვენ, რა გზით მიმოვლენ,
რა თავხედობა იქმნება?
მოხუცდებიან, გონს მოვლენ,
მაგრამ გვიანღა იქნება!

1950 წლის 21 მარტი