შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იყო ცხრაას ცხრა...


იყო ცხრაას ცხრა, ოპერას თითქო
უდაბნოს სიცხე წვავდა ტიელი -
              რა სიცხე იდგა,
იქ, სადაც იდგა პოლიციელი.

ცხრაას ორმოცდა ცხრა, გზა გავიგნეთ,
              სდგას ახალ წიგნით,
ახლად გამოსულ მეექვსე ტომით...

[1949]