შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ქალიშვილო, წიგნით!..


ქალიშვილო, წიგნით!
ჩვენს მშობლიურ გზაზე -
ყოველ პირველ მაისს
შევხვედროდეთ ასე!

შევხვედროდეთ ერთად
ამ წელსა და გაისს,
და გაისებს იქით
მრავალ პირველ მაისს.

მრავალ პირველ მაისს,
მრავალ პირველ მაისს
ვახსენებდეთ მიზანს,
წმინდას, უზენაესს.

წიგნით წინ, წინ! სულ წინ!
გულთა შემაერთად -
ყოველ პირველ მაისს
შევხვედროდეთ ერთად!

[1949 წლის 15 მაისი; 1957 წლის 14 აგვისტომდე]