შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ათას ცხრაას ორმოცდაათ...


ათას ცხრაას ორმოცდაათ
წელს მოადგა დღეთ ბარაქა,
ათას ცხრაას ორმოცდაათ
კიბით ჩააკარაბაქა.
ათას ცხრაას ორმოცდაათ
რითმით ამალაპარაკა,
ნახევარი საუკუნე
მოდის, გადაიბანაკა.

[1949 წლის დეკემბერი]