შუალედი - დან - მდე
 
 


ნახევარი საუკუნე 1950 წ.


გავიარეთ, გადავლახეთ
საუკუნის ნახევარი,
ორთქლმავალმა გადააგდო
ხრამში ხარი საყევარი.
ვინ დასთვალოს დღეთა რიცხვი,
ანდა ღამე ნათევარი.
ტყვიამფრქვევმა კაჟი სძლია -
და ატომმა სატევარი.
შუა კუპრში გადავარდა
განდიდების მადევარი,
ახლა რითმა შემომაკლდა,
არც ვარ მისი მადევარი.
 
[1949 წლის დეკემბერი]