შუალედი - დან - მდე
 
 


ათასი წელი - ერთი წუთი


რასც ერთი ათას წელს უბრუნდება,
ხალხი მას - ერთ წუთს არც მოუნდება!
რად ხდება ასე? სად შეგუნდება
ათასი წლის და სად წუთი ერთი?
    ათასს რად ხვდება
ჩვენი მგზნებარე ცხოვრების მკერდი?

ეს მიტომ ხდება, რომ გასწვდენია
სივრცეებს ქართველ ერის გენია.
მემატიანემ სთქვას: რამდენია
თავდადებული მებრძოლი, გმირი?
    რის მომსმენია
ცა, დედამიწა, ზღვა და ზღვის პირი?

მიყვარს გმირების მზე-ელვარება,
მათი ზღვა-ხალხზე ხელით ტარება,
ნეტავ, ხმლისას რა დაედარება
გავარვარებულ ცეცხლში ბრძმედობას!
    მძულს მძინარება!
ზიზღი ყოველგვარ უმოქმედობას!

[1949 წლის 30 ივნისამდე]