შუალედი - დან - მდე
 
 


ერთგული ცხენი


აქ ხუროთმოძღვარს მისმა მონამ
    სტყორცნა ისარი,
მოჰკლა, რომ თვითონ მას ჰრქმეოდა
    ხუროთმოძღვარი.
უსულოდ ქმნილი და გეგმები
    არნასხვისარი,
შთააგდო მიწას, სად ახლო რბის
    მდინარე ჩქარი.

ყელმოღერილი ნაძარცვ ნაბადს
    ისხამს ჯიელი,
ლურჯა ცხენს, ერთგულს პატრონისას
    შესწვდება სწრაფად,
მაგრამ მერანმა არ იკადრა
    გადამთიელი...
ხიდზე არ მიდის, პატრონს არ თმობს
    აგრე იაფად.

და როცა მონამ ცხენს დეზი ჰკრა
    ფერდის არეში,
ადამიანის ხმით სთქვა ცხენმა
    „არ-პატიება“.
სწრაფად ხიდიდან გადისროლა
    ის მდინარეში.
გვახსოვდეს მარად ერთგულ ცხენის
    შურისძიება.

[1949 წლის 30 ივნისამდე]
გუდაუთი