შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გიგზავნი ამ წიგნს...


გიგზავნი ამ წიგნს.
ომი გათავდა.
ამ წიგნში ოდნავ აისახა
ის მძაფრი ხანა -
ის მწველი ხანა,
როს სისხლს ღვრიდა
ჩვენი ქვეყანა.
გათავდა ომი.
გიგზავნი ამ წიგნს.

[1947]