შუალედი - დან - მდე
 
 


* * * თუმცა საწყალი მგოსანი ვარ...


თუმცა საწყალი მგოსანი ვარ, არ გამაჩნია
ამ ქვეყანაზე დედობილი ან მამობილი,
ამ ხეტიალით მე ფეხებზე სისხლი მაჩნია:
გამომიგზავნე, ნერგიეთო, ავტომობილი.

ავტოსთვის ჩვენში ასპარეზი თვით მე გავაგე,
ვადიდე სივრცის შემოკლება, გზა სრულყოფილი,
ფრთები შეისხა ინდუსტრიის, რაც ვიქადაგე -
გამომიგზავნე, ნერგიეთო, ავტომობილი.

1947
ბაღდათი