შუალედი - დან - მდე
 
 


უძო


ჯერ ისევ შორს ვხედავ უძოს,
ზმანებით რომ გულს ახურებს.
ავალ - ვიტყვი: თვალი ჩემი
საქართველოს გადაჰყურებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთით
სულ მთებია და მუხნარი,
ჩაშვებულა დაბლა ხევი -
როგორც დევის ნამუხლარი.

სამგორის მთას სულ სხვაგვარი
ამოძრავებს დრო და ხანა,
მიჰქრის ავტო, გავიარეთ
აზეულა, ოქროყანა...

მივიჩქარი: მე მახარებს,
რომ ეს მთაა ასაღები
და დავცხრები - როცა ვიტყვი:
ხელთ მაქვს უძოს გასაღები.

1947