შუალედი - დან - მდე
 
 


ხმას ვაძლევთ სტალინს


რასაც სხვა ათას წელს უბრუნდება - სტალინი ერთ წუთს თუ                              
                                                                მოუნდება!
რად ხდება ასე? სად შეგუნდება ათასი წლის და სად წუთი ერთი?
                                             ათასს რად ხვდება
                          ერთი მგზნებარე ქართველის მკერდი?
ეგ მიტომ ხდება, რომ გასწვდენია მსოფლიოს ქართველ ერის გენია.
მემატიანემ სთქვას: რამდენია თავდადებული მებრძოლი, გმირი!
                                               რის მომსმენია
                            ცა, დედამიწა, ზღვა და ზღვის პირი?
მე მიყვარს გმირის მზე-ელვარება, ხალხს უნდა მისი ხელით ტარება,
ნეტავ ხმლისას რა დაედარება გავარვარებულ ცეცხლში ბრძმედობას,
                                              მძულს მძინარება!
                        ზიზღი ყოველგვარ უმოქმედობას!
                                              ხმას ვაძლევ სტალინს:
                        ქურას, ნამგლებსა და ერთა ძმობას!
ძმებო, ხმას ვაძლევ ლელოს, გატანილს დიდ წარსულიდან, ახალის                                   
                                                               გრძნობას!
რა შეედრება უსაზღვრო ხალისს აგიზგიზებით მომტანის ხვალის!