შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ რომ სურათი მთხოვე...


შენ რომ სურათი მთხოვე, ო, მერი,
და გითხარ: სურათს მოგართმევ მერე;
ალბად, გულში სთქვი: მერე-მერეთი
ჩვენი ვერ წავა შორს იმერეთი.
მართლაც, რაგვარად ამ სიტყვამ - „მერე“
წაგვართვა იმერთ სიმშვენიერე,
სად არს სოლომონ, ბეკინა, პეტრე,
თქვენი სიმკვირცხლე, სიმხნე, სიმკვეთრე?
და ამიტომაც მოგართმევ, მერი,
სურათს ახლავე და არა მერე.

[1947]