შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მე დღეს პირველად ხელთ ვიღებ კალამს...


მე დღეს პირველად ხელთ ვიღებ კალამს -
გიძღვნი გულწრფელს და ტკბილზე-ტკბილ სალამს.

გულწრფელი მოგონებით გისურვებ,
ცხოვრების გზაზე ტკბილად იარო,
ნიშნად, მწერვალზე, გამარჯვებისა
დიდების დროშა ააფრიალო.
გისურვებ ეკლით შემოსილ მინდორზე
გადაგეშალოს ია და ვარდი,
რომ შენს გულშიაც არ დაბინავდეს
შური, მტრობა და ცხოვრების დარდი.

[1947]