შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ბრწყინავს ჩვენი საუკუნე...


ბრწყინავს ჩვენი საუკუნე,
ჩვენი ოქროს ხანა...
მისი დაღი თითეულ დღეს
არ აჩნია განა?

ვერრაგვარი შეძახება
სიავით ვერ დაცრის
უდარებელ ბრწყინვალებას
ხელოვნების ტაძრის.

მოწიწებით ახალგაზრდა
თაობათა წყება
სდგას, სად დიდი პოეზიის
არის მირონცხება.

ძლიერდება, არ მცირდება,
კიდევ უფრო მრავლობს,
და ლექსებში თავის ქვეყნის
ისტორიას სწავლობს.

[1947 წლის შემდეგ]