შუალედი - დან - მდე
 
 


უცნობ მეომართა სამარე უღელტეხილზე


სადარაჯოზე ვიდექით
    მტკიცეთ,
მხარეს ვიცავდით
    მედგრად, ბეჯითად.
ვთქვით: არ მოხდება,
    რომ მომხდურთ მივსცეთ
სამშობლო ჩვენი
    ასე ბედითად.

მარად დიადი
    მზისკენ გვეძახდა,
გამონათება
    მშობლიურ არის -
როდესაც ეს გზა
    საგანი გახდა
სულ ახლო მოსულ
    მძლავრი ხანძარის.

რათა ამოსულთ
    ამ ციცაბო გზებს,
გვეგრძნო გადასვლის
    სიძლიერენი,
გმირის მომართვა
    პირველსავე დღეს,
პირველი სიტყვით:
    წინ, იერიშით!

იცოდე, მგზავრო,
        ჩვენი გულისთქმა:
ჩვენ აქ დავეცით
        გულში იმ მზითა,
რომ მომხდურისთვის
        არ დაგვითმია
მშობლიურ მიწის
        არც ერთი ციდა.

1947