შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ხვალ დაიწყება მწველი...


ხვალ დაიწყება მწველი
ორმოცდამერვე წელი,
მოდის ახალი ცეცხლი,
კაცთა გასწორდეს წელი.
გადაიჩეხოს ხრამში
ძველი, სიკვდილის ცელი,
და აღიმართოს ცამდე
დროშა, მშვიდობის მცველი.
კაცთ უდიადეს მიზანს
მივყვეთ, მომეცი ხელი!

[1947 წლის 31 დეკემბერი]