შუალედი - დან - მდე
 
 


მარადისი დიდება გმირებს


ზღვებია თუ მთა და ველი,
რაც სხვისია ან ჩვენია,
შეუსწავლელ-უნახველი
ომს ერთიც არ დარჩენია.

იმ ნიშნებსა და იმ ხაზებს,
ათასფრად რომ რთავენ რუკებს,
ურყევლად სწამთ ჩვენს ვაჟკაცებს -
რომ დიდება გააშუქებს.

და ლამაზი არის ხაზი -
ორ ზღვას შუა გავლებული,
სიმაღლე და კვლავ ძვირფასი,
უფრო კარგი, უფრო სრული.

მისთა შვილთა მეომართა
ხსოვნა გულში ვით არ თრთოდეს,
მათი, რომელთ სიცოცხლეში
ვერ შეხვდებით ვერასოდეს.

გმირთ, რომელთაც სამშობლოსთვის
ზედ დააკლეს თავი თვისი -
საუკუნო გახსენება
და დიდება მარადისი!

[1947 წლის 25 დეკემბრამდე]