შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ტალღაო, ჩემო ლამაზო ტალღა!..


ტალღაო, ჩემო ლამაზო ტალღა!
შენს მიმოქცევას გაბედითებით
უზარმაზარი ცისფერი ღალღა
მიჰყვება ლაღად გაშლილი ფრთებით.

ასე ნათელი და ასე ღია
ჰორიზონტიდან ზოლივით ორი
უზარმაზარი ცისფერი ია
გაშლილა, როგორც სიზმარი შორი.

და მესმის ვრცელი ხმა გულის ცემის,
რომ მიდის, მიდის და არ შედგება,
და ხმოვანება სიმღერის ჩემის
ვგრძნობ, უგულო კლდეს არ ეხეთქება!

1947 წლის 19 დეკემბერი
3 საათი, 25 წუთი
ფილარმონიის ბაღი