შუალედი - დან - მდე
 
 


ტყის აშრიალდა ფოთოლი


ტყის აშრიალდა ფოთოლი,
ელვარებს ქარვის მტევანი,
საყვარელია ტოლ-ტოლი
ვაზების ჩამორხევანი.

მზისაგან დამწვარ-დაგულო,
ედემო საგულდაგულო,
იდიდე, ჩემო მამულო,
აჰყვავებულო მამულო!

არწივის ხმა საამსოფლო
ისმოდეს კიდითი კიდე:
იდიდე, ჩემო სამშობლოვ,
მარად იდიდე, იდიდე!

1947 წლის 12 ენკენისთვე