შუალედი - დან - მდე
 
 


მოსკოვი


(800 წელი დაფუძნებიდან)

მოსკოვი მახსოვს ჯერ ისევ
თოვლში ხვეული ცარცივით,
გმინავდა სულის შემხუთველ
ორთავიანი არწივით.

მოსკოვი მახსოვს გაჭრილი
დიდიხნის ნანატრ სხივივით,
ეხლა მოსკოვი მსოფლიოს
გაჰყურებს სხვა არწივივით.

სხვა რომელია ქალაქი
სიცოცხლის ასე მწყურვალე,
არწივებს იქ აფრენილებს,
ჩვენი სალამი მხურვალე.

1947 წლის 6 ენკენისთვე