შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ყველგან გვყოლოდეს...


ყველგან გვყოლოდეს ადამიანნი
თქვენებრივ მხნე და გულისხმიერი,
რომ წვრილმანსაც კი ყურადღებისა
და მზრუნველობის აჩნდეს იერი...
ჩემს აქ ყოფნაში მე ეს ვიგრძენი,
ყველასი დიდად ვარ მადლიერი.

აივსო ჩემი მყუდრო მაგიდა
ახალ ლექსებით და ყვავილებით,
იმ ხეივანის მუხა და ფიჭვი
მე მიფარავდნენ მზიურ ჩრდილებით.
გამხნევებული ვარ ამ ზაფხულის
დაუვიწყარი შთაბეჭდილებით.

[1947 წლის აგვისტო]  
[შოვი]