შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩემებრ პოეტი უცებ იცნობა...


ჩემებრ პოეტი უცებ იცნობა.
არ უნდა ამას დიდი მისნობა.

სულ ეს რითმებიც გიორგიმ მომცა,
მე არას დავსწერ, კეტი მცენ რომცა.

არ ვიცი მუზა და ამურები,
არც ბულბულები და ღამურები,

მე ვიცი რითმა "საამურები"
და ჭიდოსნური სალამურები.

[1947 წლის 1 ივლისი]