* * * მე რომ მკითხონ...
მე რომ მკითხონ: - რა გვინდა, რომ ბედნიერი გახდეს კაცი?
ვუპასუხებ: - საქართველოს ეს ბუნება თვალწარმტაცი!
კვლავ რომ მკითხონ: - რა უნდა, რომ გაქრეს დარდი გულამკლები?
ვეტყვი: - სულ თვე მგზავრობისა, არც მეტი და არც ნაკლები.
1947 წლის 27 ივნისი