შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სულ არ ვივლი ამ ქვეყანას...


სულ არ ვივლი ამ ქვეყანას,
რომ შენ არ მეგულებოდე,
ჩემს სამშობლოს და ჩემს ხანას
რომ არ ვესახელებოდე.

მზეს, შვენებას კიდით-კიდე,
მხარში დგომას და გატანას
შენსას რომ არ განვიცდიდე -
სულ არ ვივლი ამ ქვეყანას.

სიამაყით რომ არ ვგრძნობდე
მამის ხმალს და დედის ნანას -
სულ არ ვივლი ამ ქვეყანას,
სულ არ ვივლი ამ ქვეყანას.

სულ არ ვივლი ამ ქვეყანას,
რომ შენ არ მეგულებოდე,
ჩემს სამშობლოს და ჩემს ხანას,
რომ არ ვესახელებოდე.

[1947 წლის 28 იანვრამდე]