შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ო, ნეტავი სულ მექარია...


ო, ნეტავი სულ მექარია -
არმცოდნემან რამე შიშის:
ქოჩორაი დამეკარგა,
უკეთესი რამე ჯიშის.

ველოდები კიდევ მაისს -
გედი იმღერს უგედესი,
მაგრამ ჩემი ქოჩორაის
ხმობა იყო უკეთესი.

დავამთავროთ ჩვენ ეს ლექსი,
მაგრამ როგორ, მაგრამ რათი?
ისევ იმ დღით, ისევ იმ დღით,
ისევ იმავ ქოჩორათი.

1946, 11-VI