შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შავი ზღვის ნაპირს...


შავი ზღვის ნაპირს
რომ ჩამოუვლის
რაღაც სხვაგვარი
ღელვა ღელესი,
ვინ უწყს, რამდენი
წლის წინ დამკვიდრდა
ქალაქი ბრძენი
და უძველესი.

მყის შეჩერდება
მკვიდრი და მგზავრი,
ახალ საუბარს
დააკვირდება,
შრომა, შეგნება
მშვიდობის დროის
დამკვიდრდეს ასე,
თუ დამკვიდრდება.

[1946 წლის 8 თებერვლამდე; 1957 წლის 14 აგვისტომდე]