შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ტყეში დღეა თუ ბნელა...


ტყეში დღეა თუ ბნელა,
მასში ბინადართ ტომი,
მხეცი - კანკალებს ყველა,
როცა ხმაურობს ლომი.

ხევიდან ხევზე მიდის
გამოძახილის ზვავი
და კვლავ სიახლის დიდის
ნაპირს ადგება ნავი.

გვფენდეს მარად და მარად
სხივებს სიახლეთ დღენი,
ელავს ხმალად და ფარად
აღფრთოვანება ჩვენი!

ის არ იქნება ჩაჰქრეს.
სალამი სრულქმნას ფიცის,
ასე სათუთად ნაკრებს
და მონაპოვარს მტკიცეს!

[1946 წლის 24 ივნისი; 1950 წლის 26 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე]