შუალედი - დან - მდე
 
 


ჩვენს ყრმობის ხანში


ჩვენს ყრმობის ხანში ბევრი ყოფილა
დღე ბედნიერი და უქარბუქო,
რაც კი რამ იყო უკმაყოფილო,
მინდა ამ წიგნით შეგიმსუბუქო.

დე, ის გეძახდეს: მოწყენით ნუ ხარ! -
ამ უძველესი ტყეების მცველი.
გესმის? ზღვის პირად შრიალებს მუხა...
მე მრავალ ახალს, სულ ახალს ველი.


[1946 წლის 11 ივნისამდე; 1950 წლის 26 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე]