შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ყოფილან მწარე დღეები...


ყოფილან მწარე დღეები,
შუქმიუვალი დღეები,
გადალეკილან, წარშლილან,
ამ ქვეყნის სამოთხეები.

კვალად მოსულან დღეები,
ედემთა მსგავსი ტყეები,
ბაღები აკადემიის -
ვარდები, ორხიდეები.

[1946 წლის 20 ივნისამდე]