შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იმ სივრცეს...


იმ სივრცეს, ჰაეროვანი
ვით კრთოდა ოქროს ტრირემა,
სად ნაპირია კლდოვანი,
დიდხანს უცქირა ირემმა.

შეხედა მონაპირემა:
არ მოჰკლა, გულს დაიჩინა,
სილამაზითა ირემმა -
სიცოცხლე გადაირჩინა.

კვდომა ბუნების წესია,
მაგრამ ჩემს გულში ასეა:
ნუ კვდება, რაც უბრძნესია,
ნუ კვდება, რაც ლამაზია.

[1946 წლის 20 ივნისამდე]