შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩემო გოგონა!..


ჩემო გოგონა!
მე ზღვას დავმზერდი...
შენ კი გეგონა -
ლექსს ვერ დავწერდი.

ვიცი, რაც არის
ლექსი უცები...
ვარ პოეტების
ნამდვილი მეფე.

როგორ ვერ დავწერ,
როგორ ვერ დავწერ,
მზევ, თუ მიყურებ
სწორ, გინდ ალმაცერ!

[1946 წლის 11 ივნისამდე]