შუალედი - დან - მდე
 
 


ზღვის ზეფირი


ზღვის ზეფირი მოჰქრის ჩქარი,
ღელავს სული, ღელავს ნივთი,
ღელავს მუხა და კენარი,
ბზა, სვია და ევკალიპტი.

აქ ბუნებამ სულ სხვაგვარად
ფესვი ფესვზე დაადუღა,
გამარჯვებით იყოს მარად
დიდებული იგი მუხა.

[1946 წლის 11 ივნისამდე]