შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იყო პატარა ძელქვა...


იყო პატარა ძელქვა
      მდინარის პირად მდგარი,
მას მეტსახელად ერქვა
     კავკასიონის ქარი.
ჰეი, ჭრელთვალა გოგო,
     ცეკვა გცოდნია ჩქარი,
მიმოქრიალებ, როგორც
     კავკასიონის ქარი!
ჰეი, ჭრელთვალა ბიჭო,
     გოგოს მიეცი მხარი,
აფორიაქებს ძელქვას
     კავკასიონის ქარი!
ჰეი, ჩქარა და ჩქარა,
     ჰეი, ჩქარი და ჩქარი,
კავკასიონის ქარი,
     კავკასიონის ქარი!

[1945]