შუალედი - დან - მდე
 
 


ახალგაზრდობას


ნანგრევი ბევრი მინახავს
შეუდარებლად მაგარი...
გახსოვდეთ, ახალგაზრდებო,
წარსულის ნაამაგარი.

ხშირ-ხშირად ვიმეორებდეთ
მათგან ნათქვამსა ამბავსა,
ის ურჩევნია მამულსა,
რომ შვილი სჯობდეს მამასა.

გჯეროდეს ყველას სამშობლო,
როგორც ძმას - ძმობა, დას - დობა,
იმედო ჩვენი ქვეყნისა,
ძვირფასო ახალგაზრდობავ!..

6/XII, [1945]
ქ. ქუთაისი