შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იმ ომის დროს...


იმ ომის დროს ჩვენ ყველანი
გატაცებით ვთრთოდით დიდით -
რა კალამი და მელანი
ასწერს, რასაც განვიცდიდით.

დაცხრა ომი, სჩანს ალამი
გამარჯვების - კიდე კიდით,
რა მელანი და კალამი
იტყვის, რასაც განვიცდიდით.

მოგონებათ გასწვდენია
ზოგნი მიწად, ზოგნი ცადა,
რა გენია, რა გენია
იტყვის - რაც დრომ განიცადა!

1945