* * * მე შენი წიგნი შემხვდა...
(ჩერნიავსკის)
მე შენი წიგნი შემხვდა შემთხვევით -
ქარიშხლის შემდეგ - ასე დაღალულს,
აქ მოგონებას წმინდას ვემთხვევით,
ვით მკერდს წამების სისხლით დაღარულს.
საშველი ქვეყნად აღარ ყოფილა,
არარსებობად შთანთქმულან რიგნი -
უკმაყოფილო და კმაყოფილი.
რა დარჩა? ფერფლი, ცა და ეს წიგნი...
1945 წლის 23 მაისი, ოთხშაბათი