შუალედი - დან - მდე
 
 


აღელვებულ ზღვაზედა


აღელვებულ ზღვაზედა,
მოქანავე გემზედა
მე შენ მცვლიდი სხვაზედა,
სხვა თავს ცვლიდა ჩემზედა.

ვინაც მცვლიდა სხვაზედა,
ხანჯალი ხვდა მკერდზედა,
ნურავინ მცვლის სხვაზედა,
ნურც თავს იცვლის ჩემზედა!

აღელვებულ ზღვაზედა,
მოქანავე გემზედა
ნურავინ მცვლის სხვაზედა,
ნურც თავს იცვლის ჩემზედა.

1945 წლის 30 მარტი
საავადმყოფო