შუალედი - დან - მდე
 
 


* * * საჩრდილობელი ცაცხვისა...


საჩრდილობელი ცაცხვისა მგზავრს ისრებს მზისას არიდებს,
უდაბნოდ მოხეტიალე გზას გულში დარდათ არ იდებს,
გრილი ნიავი ჩრდილისას არხევს კალთებსა და რიდებს,
ინატრის: ასეთი ჰქონდესთ - დარი ძმებსა და დარი დებს.

1945 წლის 4 მარტი