შუალედი - დან - მდე
 
 


სხვა ყვავილები


ნარინჯის ველთ და ყვავილთ იქით
    ბოლავს მილები.
ბათუმს ედება სხვა ვარდები,
    სხვა ყვავილები.
კი არ მივდივართ, ჩვენ მივქრივართ
    ფრთებით და გონით
და არა ორთქლით, არამედ მზით
    და ელექტრონით.
იზრდება მხარე ანთებული
    დიდი მნათობით
და არა წლობით, არამედ დღით
    და საათობით.
აქ ბუმბერაზი სჭიმავს თავის
    ფოლადის კუნთებს,
ბუნებით მიძღვნილს ითვლის ლალებს
    და იაგუნდებს.
                  
[1944]