შუალედი - დან - მდე
 
 


ეძიე ჰანგი სიხარულისა


ის მონა არის, მონა საბრალო,
თვალთმაქცი მონა და უბედური,
ამაოდ ეძებ მასში თანაბარს,
ან ამაოდ გსურს იძიო შური.

დღე ღრუბლითაა გარემოცული,
მიმალულია მნათობი ცისა,
ღირს მასზე ფიქრი? არა, ეძიე,
მხოლოდ ჰანგები სიხარულისა.

[1944]