შუალედი - დან - მდე
 
 


მე შენს ყვავილებს ვზოგავ


მე შენს ყვავილებს ვზოგავ,
ზოგავს ნარინჯებს ქარი,
ბაღში რომ შეხვალ, გოგოვ,
ღია არ დაგრჩეს კარი!

მრავლად შენს ბაღში არის
ნარინჯები და ია;
შიში არა გაქვს ქარის?
კარი არ დაგრჩეს ღია!..

მიყვარს, გოგონავ, რომა
ახალგაზრდა ხარ, წყნარი,
რომ შეგრჩეს შენი შრომა,
ღია არ დაგრჩეს კარი!

იცი, ამ შენს ბაღს შრომის
სხვაგვარი ბაღი ჰქვია...
შენ ხომ გმირი ხარ შრომის,
კარი არ დაგრჩეს ღია!

შენ ხომ მოგესმის, როგორ
ჩვენკენ მტრის იწევს ჯარი.
არ შემოუშვა, გოგოვ...
ღია არ დაგრჩეს კარი!
              
[1944]