შუალედი - დან - მდე
 
 


ის ადგილები, სადაც ყრმობა მიტარებია


საამურია - ჭაბუკობის
    დროს ინახულო
ის ადგილები, სადაც ყრმობა
    საგაზაფხულო
გიტარებია. მაგონდება
    ეხლა ის დღენი...
ეჰა, რა სწრაფად, როგორ მიჰქრის
    ცხოვრება ჩვენი.
წარსულისაგან მაინც მესმის
    სიმღერა ნაზი,
ხანდახან... მისთვის ვერ მოიცლის
    დრო ბუმბერაზი.
არ შემწევს ძალა, ახალგაზრდულს
    მივყვე ზმანებას,
არ შემწევს ძალა მათზე ფიქრის
    და დანანების.
აწ ჩემთან ერთად გზად არ მიდის
    ისე, ვით ჩრდილი,
როსმე ყრმობის დროს რომ ვიდოდა
    გზად ქალიშვილი.
                
[1944]