შუალედი - დან - მდე
 
 


ვისი არის ეს გუგუნი?


- ვისი არის ეს გუგუნი, ეს მედგარი ხმა ვისია?
- ეს კორპუსი კორპუსებს სდევს, დივიზიებს დივიზია!
- ვისგანაა ეს გრიალი, გზა რომ გადუჭენებია?
- ეს ტანკები არის ჩვენი, ჩვენი ბომბდამშენებია!
- ვისი არის ეს ქარბუქი, მტერს ხედვა რომ აურია?
- ცხენოსნების, მფრინავების და ტანკების ხმაურია!
- ეს რა ცეცხლი აიმართა და ჩვენს მართალ გზას ანათებს?
- ცეცხლი არტილერიისა ანადგურებს მუხანათებს!
- ეს რა ხმაა სასახელო? - სიხარულით გულმა ახსნას:
- ეს სამშობლო ესალმება ჩვენი ქვეყნის მტრისგან დახსნას!

1944