შუალედი - დან - მდე
 
 


ზღვაზე ბავშვების ბედნიერ სირბილს


ზღვაზე ბავშვების ბედნიერ სირბილს
ეხმაურება ხმა მრავალ მერცხლის.
ზეცის სიმწვანეს, მიწის სირბილეს
აერთებს ეს ხმა მზიური ვერცხლის.

მშვენიერია ეს გრძნობა ბაღში -
უეცარ ძალით რომ შეიქმნება,
იყო და ეხლაც არის ის ბავშვი,
არის ბავშვი და მარად იქნება.

ასე: მარადის არსებობის ხეს
არხევს ნიავთა წუთიც, წამიცა:
რამდენი ბავშვი შეჰხარის ამ დღეს,
რა ახალია ეს დედამიწა!
            
1944 წლის 3 ივლისი