შუალედი - დან - მდე
 
 


ძრწის მომხდური


ძრწის მომხდური - ძველისძველი
აღადგინოს დიდება:
იყო ომი წინანდელი,
სწამდათ არმორიდება.

კარგა სცემეს, დაანარცხეს,
ვაჰ, დროვ, სასოწარკვეთის!
ის იგონებს ეხლა მარცხის
კოლოსალურ გაკვეთილს.

დღეს სწყურია ბევრ რამესთან
დინამიტის ჩაწყობა:
მაგრამ ძალა იგრძნობს მტერთა
რაა შეურაცხყოფა.

მეომარო! ხმა ხმას მისწვდა -
წინ, მომხდურთა მხვეტავად,
ჭრილობების, სიმძიმის და
ტკივილთ მიუხედავად!                    

[1943]