შუალედი - დან - მდე
 
 


ჩანჩიბაძე


გვარდიულ დროშის შენაერთი
ატარებს სახელს
და ჩანჩიბაძის მტკიცედ ისმის
ომში ბრძანება:
მოკლულნი მიწას მიაბარეთ,
დაჭრილები სახლს, -
დანარჩენებმა წინ, ურყევად,
არდახანება!
უზბეკის, რუსის, უკრაინის
მრავალი გმირის
ეს სიტყვებია სამშობლოის
ტრფიალის ხანის.
ყარაბახელის, აჭარელის,
შორი პამირის,
კვლავ აფხაზეთის, თურქმენეთის,
ტაჯიკისტანის.
ბელორუსიის ურთულესი
გზებით მოსული,
კარელიის ტყეს მოდებული
ახმოვანება -
ერთ სახელოვან მიზნითაა
ეხლა მოცული:
მამულისათვის, წინ, წინ, მედგრად,
არდახანება!
                  
[1943]