შუალედი - დან - მდე
 
 


კავკასიონის კლდეებზე


კავკასიონის კლდეებზე
მეომარი სდგას მზიანი,
თავდადებული მებრძოლი,
ომში არალერსიანი.

გუშინ როს კავკასიონთან
მტერი მოვარდა ხმიანი,
მან მიაგება მახვილი
მკაცრი და განგებიანი.

ეკვეთა ურდოს ლომებრივ
ძვრით ნახტომ-ანაზდიანი,
სამშობლოსათვის დევგმირთა
რისხვა ქარიშხალფრთიანი.

დაჰფარა ლესელიძისა
ხმამ ადგილები მთიანი:
„ჩვენ მიწა-წყალზე დუშმანი
ვერ გაიხარებს გვიანი“.

მტერმა მთას თავისუფალსა
ვერ მიაყენა ზიანი,
მშვენიერია ყაზბეგი,
ლაღი და ოცნებიანი.

მას მარად მედგრად იცავდა
უანგარო და სვიანი,
იგივ მძლე, იგივ ამაყი,
მებრძოლი ადამიანი!
            
1942