შუალედი - დან - მდე
 
 


აი, მძლავრი მთების ხაზი


აი, მძლავრი მთების ხაზი
ორ ზღვას შუა გავლებული,
სიმართლე და სილამაზე
უფრო კარგი, უფრო სრული.

და მტერსა სურს ეს მიდამო
განადგურდეს, გაპარტახდეს,
შემცდარია სამუდამოდ,
არასოდეს ეს არ ახდეს.

და მებრძოლი წრფელზე წრფელი
წინ უკვდავი მიზნით ილტვის:
მჭრელი თვალი, მტკიცე ხელი,
სამშობლოსთვის, სტალინისთვის.

1942